სანამ ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას გააპროტესტებთ, თქვენი პარტიის წევრის, რუსეთის მოქალაქე ჩომახიძის წაყვანა არ დაგავიწყდეთ – ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, პოზნერი საქართველოში ამერიკული პასპორტით შემოვიდა.
“აქოთქოთდნენ ნაცები, პოზნერი ჩამოდის და ეს როგორ გაბედაო. ცხადია, გადაშენების პირას მყოფი პარტია და მისი ანასხლეტები ცდილობენ ხავსს იპოვონ მოსაჭიდებლად, მაგრამ ეს ხავსიც რომ არსად ჩანს?..დავინტერესდი,ინფორმაცია მოვიძიე და გავარკვიე, რომ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და ქვეყანაში სწორედ ამერიკული პასპორტით შემოვიდა, არ აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ დროს რა უნდა ქნას სახელმწიფომ? როგორ უნდა უთხრას უარი შემოსვლაზე? ნაცებო, ერთ რჩევას მოგცემთ, სანამ ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას გააპროტესტებთ, თქვენი პარტიის წევრის, რუსეთის მოქალაქე ჩომახიძის წაყვანა არ დაგავიწყდეთ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი რუსეთიდან ჩარტერული რეისით, საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოზნერი საქართველოში დაბადების დღე აღსანიშნავად ჩამოვიდა.