მამუკა მდინარაძე ვანო მაჭავარიანზე – დიდი მადლობა მას ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან გადადგომას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მდინარაძე ვანო მაჭავარიანს მადლობას უხდის ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის.

“ვანო მაჭავარიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და კარგი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ.
დიდი მადლობა მას ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის!
წარმატებები მომავალ საქმიანობაში”, – წერს მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები