ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა
რუსმა ოპოზიციონერმა, ციხეში მყოფმა ალექსეი ნავალნიმ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, შიმშილობა იმიტომ გამოაცხადა, რომ მასთან ექიმს არ უშვებენ.
“შიმშილობა გამოვაცხადე კანონის აღსრულების მიზნით, და რომ ჩემთან ექიმი შემოუშვან. ვწევარ მშიერი, მაგრამ ჯერჯერობით ორივე ფეხით”, – წერს პოლიტიკოსი.
ნავალნი წერს, რომ მას სტკივა ზურგი და მარჯვენა ფეხი, ასევე ტკივილებს გრძნობს მარცხენა ფეხზეც.
“მივწერე კოლონიის უფროსს ალექსანდრე მუხანოვს, რომელშიც აღვნიშნე რომ ბოლო ერთი თვეა სამედიცინო დახმარებას ვსაჭიროებ, მაგრამ პასუხს ვერ ვღებულობ”, – დაწერა ალექსი ნავალნიმ.