თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში 650-ზე მეტ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება
“აჭარაში 650-ზე მეტ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით გვესმის, რომ უამრავ სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდა, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დაფინანსდეს აჭარის განათლების სამინისტროში შესული ყველა განაცხადი და 650-ზე მეტ მოსწავლეს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, შშმ ოჯახებიდან სწავლა დავუფინანსოთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.