გია აბაშიძე – ნიკა გვარამიაზე: საუბრობენ წარსულის დავიწყებაზე და კვლავაც ეწევიან პროპაგანდისტულ მედიატერორს, საჯარო მუქარას, უბინძურეს ცილისწამებას

“საუბრობენ წარსულის დავიწყებაზე და კვლავაც ეწევიან პროპაგანდისტულ მედიატერორს, საჯარო მუქარას, უბინძურეს ცილისწამებას”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველო არ დაუშვებს სააკაშვილის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რეინკარნაციას, ეს 1000%-ით გამორიცხულია.

,,კრიმინალი სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა”, მისი ტელემეხოტბე “გლავკანალის” გვარამია, სექტის განშტოებები და ბრმა მიმდევრები გვთავაზობენ ძველ, გაცრეცილ, მაგრამ ხელახლა ვითომდა აღმოცენებულ გზავნილს – შერიგებაზე, წარსულის დავიწყებაზე, ძებნილი ექსპრეზიდენტისა და მისი ამფსონებისათვის დანაშაულებათა პატიებაზე და ა.შ.

ნიკა გვარამიას გუშინდელი უნიჭო ტელესპექტაკლი მართლაც სექტის მორყეულ, დამახინჯებულ არსზე მკაფიოდ მიგვითითებს – ილაპარაკა შერიგება-მიტევებაზე და იმავდროულად შეუტია საპატრირქოს.
პარალელურად, საუბრობენ წარსულის დავიწყებაზე და კვლავაც ეწევიან პროპაგანდისტულ მედიატერორს, საჯარო მუქარას, უნინძურეს ცილისწამებას.

უმანკო კრავის როლებში უნდათ შესვლა და სოცქსელებში ოპონენტებს ემუქრებიან განადგურებით, ადგენენ ე.წ. დასახვრეტთა და დასაჭერთა სიებს.

საზოგადოების უდიდეს ნაწილს ახსოვს თუ რა იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, ,,ნაცების” ჩინოსნების მიერ შექმნილი სადამსჯელო ზონდერები, ღირსებაშელახული უკანონო პატიმრები, ღამის ნოტარიუსები, პოლიტიკური ნიშნით წახალისება-სასჯელები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ხაზინის უაპელაციო ძარცვა, ოკუპანტი კრემლისათვის მიწა-წყლის და სტრატეგიული ობიექტების ჩაბარება, უცხოელი პარტნირებისათვის PR- ხრიკებით თვალში ნაცარის შეყრა და მრავალი სხვა უმსგავსოება.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” “ქართულ ოცნებას” კი არა დაუშავა, არამედ საქართველოს დაუშავა.
კრიმინალი მიხეილ საააკაშვილის საქართველოში დაბრუნება [თუ უკრაინელ სამართალდამცველებს გამოასწრო] მოხდება მხოლოდ ერთადერთი მოცემულობით – პასუხი აგოს კანონის წინაშე.

სხვა ვარიაცები ე.წ. შერიგებაზე, დავიწყებაზე, მიტევებაზე, მის პოლიტიკურ პროცესში ჩართვაზე გახლავთ ამ მავნებელი სექტის მორიგი ბინძური შულერობა.

საქართველო არ დაუშვებს სააკაშვილის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რეინკარნაციას, ეს 1000%-ით გამორიცხულია!

ეს მორიგი ხრიკი არ გაუვათ არც სააკაშვილს, არც გვარამიას და კრიმინალი ბელადის არც სხვა სუბიექტებს”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები