ლევან დავითაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან, ლუიზა ვინტონთან, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს სოფლის განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.
ლუიზა ვინტონმა სამინისტროსთან თანამშრომლობას სანიმუშო უწოდა, აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სოფლის განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით სწორი ხედვა გააჩნია და გაერო-ს განვითარების პროგრამის სახელით აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო მხარდაჭერის მზაობა დაადასტურა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ჰაერის დაბინძურების შემცირების, ნარჩენების მართვისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.