საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტიდან სამ პროცენტამდე მცირდება.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების წესის ცვლილებასაც. საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად, შვიდი დეპუტატის ნაცვლად, საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატის გაერთიანება.

ცვლილებების დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. პროექტის ინიციატორები „ქართული ოცნება“ და პარტია „მოქალაქეები“ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები