შალვა პაპუაშვილი: “ქართული ოცნება”, დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს
“შვიდი თვეა, რაც “ქართულ ოცნებას” შემოვუერთდი. დაძაბული შვიდი თვე. ყველა კრიტიკული გადაწყვეტილების დამსწრე, მოწმე და მონაწილე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მმართველი პარტია ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს.
“ამ შვიდმა თვემ დამარწმუნა, რომ “ქართული ოცნება” დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს. “ქართული ოცნება” ყველაზე ქართული და, ამიტომ, ყველაზე ევროპული პარტიაა.
ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში“, – აცხადებს პაპუაშვილი.