გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის წინასწარი მზაობა შეუთანხმებლობისთვის მტკიცდება იმით, რომ საქართველოში კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის წინ აქციებს აანონსებენ
“ნაციონალურ მოძრაობას” არ აწყობს არცერთი სხვა პარტიის პარლამენტში შესვლა. ეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პოლიტიკური შეუთანხმებლობის პროცესში კარგად გამოჩნდა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წინასწარი მზაობა შეუთანხმებლობისთვის მტკიცდება იმით, რომ საქართველოში კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის წინ აქციებს აანონსებენ.
„პარტნიორების კონსულტაციების საფუძველზე და საკანონმდებლო დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მცირე მხარდაჭერის პარტიებსაც კი ჰქონდეთ საშუალება, საქართველოს პარლამენტში შემოვიდნენ. “ნაციონალურ მოძრაობას” არ აწყობს არცერთი სხვა პარტიის პარლამენტში შესვლა. ეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პოლიტიკური შეუთანხმებლობის პროცესში კარგად გამოჩნდა. მოლოდინი მაქვს, რომ ბევრი სხვა პარტია იმ პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტში მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების შესვლას. ოპოზიციის წინასწარი მზაობა შეუთანხმებლობისთვის მტკიცდება იმით, რომ საქართველოში კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის წინ ისინი აქციებს აანონსებენ, შეთანხმებისთვის „ქართული ოცნების” მზაობა კი მტკიცდება იმით, რომ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, რომელიც ცნობილია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.