ლევან გოფოძე: ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს – ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დეტალურად ავუხსნათ მოსახლეობას მისი სიკეთე

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის განცხადებით, ვაქცინა გადარჩენის საშუალებაა და მას ალტერნატივა არ აქვს.

მისივე თქმით, ვაქცინის სიკეთის შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

„ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ყველა ვაქცინას აქვს თავისი უკუჩვენება, გართულებები და გვერდითი მოვლენა. არ არსებობს ვაქცინა, რომლის მიმართაც ადამიანს არ ჰქონდეს რეაქცია. სამწუხაროდ, „ასტრაზენეკას” ასეთი შედეგი მოჰყვა, რომელიც მთელი ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგია. ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის გარდა სხვა საშუალება გვაქვს და უნდა გვეშინოდეს ვაქცინაციის, ვაქცინა ჩვენი გადარჩენის საშუალებაა. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დეტალურად ავუხსნათ მოსახლეობას ვაქცინაციის სიკეთე”, – განაცხადა გოფოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები