აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა – საზოგადოებრივი ტრანსპორტი უქმეებზე არ იმუშავებს

აზერბაიჯანში, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის ფონზე, მინისტრთა კაბინეტმა საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ოპერატიული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადეს, რეჟიმი პირველი ივნისის 06:00 საათამდე იქნება ძალაში.

ამ ხნის განმავლობაში, უქმეებზე, ასევე, დღესასწაულებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს 20-დან 29 მარტის პერიოდშიც.

აზერბაიჯანში ბოლო პერიოდია, რაც ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. მაგალითად, დღეს გამოვლენილია 879 შემთხვევა, გუშინ იყო ათასამდე. ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 11 პაციენტი ემსხვერპლა, 334 კი განიკურნა.

დღეს მინისტრთა საბჭოს ოპერატიულმა საბჭოს ვაქცინაციის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით აცრა 474 607 პირს გაუკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები