ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 5 სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
დაკავებული 5 პირიდან 4 ბრალდებულს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს – მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.