ტიბეტში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ტიბეტში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები ნაგჩუს რაიონთან 250 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 500 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები