ლევან დავითაშვილი: უპრეცედენტოდ მაღალი გვექნება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაფინანსება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაფინანსება უპრეცედენტოდ მაღალი იქნება. „მიმდინარე 2021 წელს, იმისთვის, რომ ჩვენ მეტი რესურსის შედეგიანად დახარჯვა მოგვეხერხებინა, განხორციელდა რეფორმები. მხოლოდ მიმდინარე წელს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამას დაემატება 80 მილიონი თანადაფინანსება მსოფლიო ბანკიდან, რაც მნიშვნელოვან წილად გააუმჯობესებს საქართველოში საირიგაციო ინფრასტრუქტურას, თუმცა, მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს დონორებსა და ექსპერტებთან, ვიმუშავებთ ასევე დრენაჟის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს გაუმჯობესება – გაძლიერდა კომპანიის ტექნიკური შესაძლებლობები, ყოველწლიურად იზრდება დრენირებული ფართობი და მაგისტრალური არხების წმენდა მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები