კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეხვედრას მართავს
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ამ ტიპის შეხვედრაში პირველად მონაწილეობენ.
მანამდე, კრისტიან დანიელსონი პარტიებს ცალ-ცალკე ხვდებოდა.
შედგება თუ არა მხარეებს შორის შეთანხმება, ამაზე პოლიტიკოსები, ჯერჯერობით, არ საუბრობენ. თუმცა, ორივე მხარეს მოლოდინი აქვს, რომ დიალოგის პროცესი წარმატებით დასრულდება და შეთანხმება შეგდება.