ახალი მიკროავტობუსების საფასური 50 თეთრი იქნება
ახალი მიკროავტობუსების საფასური 50 თეთრი იქნება, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი მიკროავტობუსები გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში პირველი აპრილიდან ჩაერთვებიან.
„პირველი აპრილიდან ახალი მიკროავტობუსები ერთვებიან გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უფასო გადაჯდომის 90-წუთიან რეჟიმში მოექცევიან ასევე ახალი მიკროავტობუსები. მგზავრობის საფასური იქნება 50 თეთრი როგორც ავტობუსში, ასევე, მეტროში“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.