კახა კალაძე: ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს

“ასოცირების საბჭომ მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებებიც შეაფასა.

„ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ასოცირების საბჭომ ასევე მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები