ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთო-ს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი

“ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთო-ს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი”, – ასე უპასუხა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტის კითხვას, რომ როდესაც საქართველოში ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზად მიიჩნევს, რამდენად ეფექტური გამოსავალი იქნება ეს.
აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები