გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში, ვერხვების დასახლებაში სროლის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ უტარდება.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები