ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იგი ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია საპატიმროში წელიწად-ნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწად-ნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

როგორც ბიზნესმენი, გოგი თოფაძე აცხადებს, თუ ბუსა ჟვანია ვადაზე ადრე გამოვა და ვინმე ჩაერევა, დიდ “ხათაბალაში გაეხვევიან”.
„სამი წელი აქვს მისჯილი და წელიწად-ნახევარში გამოვა, მაგაზე უკვე ჩვენ აღარ ჩავერევით. ჩვენ ძალიან ბევრი დავუთმეთ.
ამ წლის ბოლოს წელიწად-ნახევარი გაუვა, ჩვენც დავეხმარებით და ეგეც გამოვა, თუ იქამდე გამოვიდა და ვინმე ჩაერევა, მოგვატყუებს, დიდ ხათაბალაში გაეხვევიან. მიმდინარე წლის ბოლომდე თუ რამეს იმაიმუნებენ, თავის თავს დააბრალონ. თუ არაფერს დააშავებს და გამოვა, ჩვენც მხარს დავუჭერთ,“ – განაცხადა გოგი თოფაძემ.

როგორც ცნობილია, ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან – განხზრახ მკვლელობის მცდელობიდან 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები