გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის განაჩენი სასამართლომ დღეს უნდა გამოაცხადოს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს მიმართ სასჯელის ზომა მოსამართლემ დღეს უნდა გამოაცხადოს.

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არ აქვს.

“სტურუასგან კარგი მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს და ის მაქსიმუმს მიუსჯის თუ მინიმუმს, არასრულწლოვანისთვის ეს საინტერესო არ არის. მთავარი იყო ის, რომ რაც მას არ ჩაუდენია, იმაში გამართლებულიყო. მან სრულწლოვნებს მაქსიმუმი მიუსაჯა, სტურუამ თავის კარიერაში ძალიან დიდი ლაქა დატოვა”, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, 5 პირიდან სამს: არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ კი სასჯელის ზომა გამოცხადდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები