მარკ კლეიტონი: ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას ეხმაურება.
როგორც კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს, ვაქცინაციის დაწყება პანდემიასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევაა.
“საქართველოში COVAX პლატფორმის მეშვეობით კოვიდ 19-ის ვაქცინების პირველი დოზა ჩამოვიდა. COVAX-ის მიზანია, ვაქცინები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი COVAX-ის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში”, – წერს კლეიტონი “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.