კრისტიან დანიელსონი: არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა კომპრომისი მიღწეულ იქნას”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მუშაობა მხარეებთან კვლავ გრძელდება.

„ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეებმა, რომლებიც იყვნენ კონსტრუქციულები, გააგრძელონ კომპრომისის გზით სვლა”, – განაცხადა დანიელსონმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები