კრისტიან დანიელსონს პრეზიდენტის რეზიდენციაში ელოდებიან
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეხვდება.
კრისტიან დანიელსონისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ცოტა ხანში დაიწყება.
კრისტიან დანიელსონი მესამე დღეა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს თბილისში ჩამოსვლის პირველ დღეს უკვე შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.