სალომე სამადაშვილი: „ქართული ოცნების“ განცხადებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ მათ გადაწყვიტეს, ეს მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო
„ქართული ოცნების“ განცხადებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ მათ გადაწყვიტეს, ეს მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის გახანგრძლივებას მიესალმებიან.
„ქართული ოცნების“ განცხადებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ მათ გადაწყვიტეს, ეს მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო. მივესალმებით იმას, რომ მედიატორმა საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა და არ აპირებს, ბრიუსელში ხელცარიელი ჩასვლის შესაძლებლობა მისცეს საქართველოს პრემიერმინისტრს, მაგრამ ფაქტია, რომ რაც უნდა მონდომებული იყოს მედიატორი და ოპოზიცია, ამ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე და შესაბამისად, გააჩნია დღეს ხელისუფლება რა პოზიციით წარდგება ამ მოლაპარაკების პროცესში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი – კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღე დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. ამჯერად, ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.