არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია, ჯერ ადრეა, გავაკეთოთ კომენტარები მერობის კანდიდატურაზე
“კახა კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თბილისის მერობის მომავალ კანდიდატზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შესაძლოა, აღნიშნული პოსტი ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაიკავოს.
„კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. მან ბევრი საქმე გააკეთა და არაერთი პროექტი წინ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენი გუნდის გაცემულ დაპირებებს შევასრულებთ, მათ შორის, დედაქალაქთან მიმართებით. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა, ზოგადად, არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებით, თუმცა, კანდიდატებზე რაიმე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა, შესაბამისად, ჯერ ძალიან ადრეა გავაკეთოთ წინასწარ კომენტარები ჩვენ კანდიდატებთან დაკავშირებით. კახა კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია და მას აქვს საზოგადოების ნდობა“ , – განაცხადა თალაკვაძემ.