მედია: სომხეთის პრეზიდენტს სასწრაფო ოპერაცია უტარდება

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქსიანი გულის პრობლემით საგანგებოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამჟამად მას სტენტირების ოპერაცია უკეთდება.

ინფორმაციას ​სომხური გაზეთი “გრაპარაკი” საავადმყოფოში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემამ ინფორმაციის გადამოწმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც სცადა, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები