“ნამახვანჰესის” ირგვლივ საქმიანი განხილვის ნაცვლად, ადგილობრივებმა შოუს მოწყობა გადაწყვიტეს და მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავეს” – ანდრია გვიდიანი

“ნამახვანჰესის” ირგვლივ საქმიანი განხილვის ნაცვლად, ადგილობრივებმა შოუს მოწყობა გადაწყვიტეს და მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავეს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ანდრია გვიდიანი აცხადებს.

“დღეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები “ნამახვანჰესის” ირგვლივ სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, საქმეზე სასაუბროდ ჩავიდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, სადაც იმ ტექნიკურ საკითხებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აინტერესებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი სამინისტროს წარმომადგენლები. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისა და ე.წ. გარემოსდამცველები მხოლოდ მინისტრთან საუბარს ითხოვდნენ. ეს გარემოება აჩენს გონივრულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ამ ხალხს საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, შოუს მოწყობა ჰქონდათ განზრახული”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა

შეგახსენებთ, რომ დღეს ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი, დარგობრივ სპეციალისტებთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს მთავრობის, ექსპერტების, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. „რიონის ხეობის დამცველების“ წარმომადგენლების მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები