500 Georgia პროგრამის მონაწილე ორი სტარტაპი “სილიკონ ველიზე” გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

500Georgia პროგრამის მონაწილე ორი სტარტაპი Payze და Agrolabs სილიკონ ველიზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი შემოვიდა და უკვე მეორედ აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 15 სტარტაპი შეარჩია. პროგრამის მეორე ეტაპისთვის ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, რომლებიც ინვესტორების წინაშე „დემო დღეზე” წარსდგნენ. მათგან ხუთმა კომპანიამ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაგრძო პროგრამა, ხოლო დამატებით ინვესტიციას და ფინალურ ეტაპზე ორი გამარჯვებული მიიღებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები