ნიკოლოზ სამხარაძე: დარწმუნებული ვარ, დანიელსონის ვიზიტი წარმატებული იქნება და შეთანხმების მიღწევას შევძლებთ

“დარწმუნებული ვარ, დანიელსონის ვიზიტი წარმატებული იქნება და შეთანხმების მიღწევას შევძლებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ევროკავშირის წარმომადგენელი დანიელსონი ჩამოვა, ყველა მხარესთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი ვიზიტი წარმატებული იქნება და შეთანხმების მიღწევას შევძლებთ. ყველა მოლაპარაკებაში კვეთის წერტილი არის კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა როგორც ერთი, ასევე, მეორე მხარისგან. როცა დანიელსონი ჩამოვა, ყველა მხარეს შეხვდება და გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც, ალბათ, კომპრომისებზე შევჯერდებით. ვიცით, რა არის ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები. ეს არის საწყისი პოზიციები, რომელიც მედიაციის ფორმატში შეიძლება შეიცვალოს, რაც არის მედიაციის მთავარი ამოცანა, თუმცა, როგორ და რა ფორმით შეიცვლება, ამაზე შეხვედრებზე იმსჯლებენ. რიგგარეშე არჩევნებს დასაბუთება სჭირდება, თუ ეს დასაბუთება გამოჩნდება, შეიძლება შეიცვალოს, თუ არ იქნება, ვერ შეიცვლება“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები