ნინო თანდილაშვილმა OSCE-ის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კომიტეტის თემატურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კომიტეტის თემატურ სხდომაში – „კლიმატი და უსაფრთხოება – კლიმატის ცვლილების როლი გარემოსდაცვით გამოწვევებში ” მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროს ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების, როგორც აღიარებული გამოწვევის შესახებ ისაუბრა და სხდომის მონაწილეებს საქართველოში აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება კლიმატის ცვლილებისადმი სახელმწიფოში არსებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მადლობა მინდა, გადავუხადო OSCE-ს კლიმატის ცვლილების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კლიმატთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების ეფექტიანი გადაჭრის გზების მოძიებას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ქვეყანა აქტიურად მუშაობს სათბურის აირების ემისიების შემცირების საკითხებზე. ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის წევრებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის (NDC) ძირითადი მიმართულებებიც გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები