ემანუელ მაკრონი ღარიბ ქვეყნებს ვაქცინის 500 ათას დოზას გადასცემს

“საფრანგეთი ღარიბ ქვეყნებს ივნისამდე ვაქცინის 500 ათას დოზას გამოუყოფს”, – წერს Politico.

თებერვლის შუა რიცხვებში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა “დიდი შვიდეულის” ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინების საკუთარი მარაგიდან 3-დან 5%-მდე დოზა ღარიბ ქვეყნებს გამოუყონ.

“პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მექანიზმი მოკლე დროში იყოს დადგენილი, რადგან სისწრაფე აუცილებელია და ეს არის ის, რასაც საფრანგეთი გააკეთებს. გამოყოფს ივნისამდე 500 ათას დოზას”, – თქვა მაკრონის მრჩეველმა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ ფარმაცევტულ კომპანიებს საკუთარი პრეპარატი არ შეუქმნიათ და ქვეყანა ევროკავშირისთვის ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო დაზარალდა, მაკრონი გლობალური სოლიდარობის დამცველად გამოვიდა.

საფრანგეთმა ამ დრომდე ვაქცინის 7 მილიონი დოზა მიიღო და მოსალოდნელია, რომ ყოველკვირეულად მიწოდება აპრილიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები