ვაჟა სირაძე: იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა, ამ ეტაპზე მშვიდი ვითარებაა

„ექსპო ჯორჯიაში” რაგბის კავშირის ყრილობის პარალელურად განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ვაჟა სირაძის განცხადებით, იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. საპატრულო პოლიციის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე რჩება პოლიცია, რათა შენარჩუნებული იქნას მშვიდი ვითარება.

“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობდა რაგბის კავშირის ყრილობა, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ამ ეტაპზე მშვიდი ვითარებაა.

იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ადგილზე მშვიდი ვითარება შევინარჩუნოთ და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არ ჰქონდეს ადგილი”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები