ჯოზეფ ბორელი საქართველოზე: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, უერთგულონ კონსტრუქციულ დიალოგს

ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები მიმდინარეობს, ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სიტყით გამოვიდა. ამბობს, რომ სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის გამო, პოლიტიკური ვითარება შეშფოთების საფუძველი გახდა.

მისი განცხადებით, ეს ვითარება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველ რისკებს ქმნის.

“მოუთმენლად ველით საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებას. ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ პროცესსაც მედიაციას გაუწევს. კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით ნაბიჯი ყველა მხარემ უნდა გადადგას და მათ პროვოკაციული ქმედებებისგან და რიტორიკისგან თავი უნდა შეიკავონ”, – ამბობს ბორელი.

ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა 16 მარტს, ასოცირების საბჭოზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის მნიშვნელობას – “გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პროგრესს ნამდვილად ვიხილავთ”. მისივე თქმით, პოლიტიკურ კრიზისში დიდხანს ვერცერთი ქვეყანა გაძლებს.

პოლიტიკური აქტორების ვალია ქართველი ხალხის წინაშე, რომ შესთავაზონ მათ სტაბილური პოლიტიკური კონტექსტი. პრეზიდენტ მიშელთან ერთად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, უერთგულონ კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულ დიალოგს, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგის მისაღწევად, – აცხადებს ბორელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები