ზელენსკი: “ლოქდაუნის” გამოცხადების ნაცვლად, ქვეყანაში ვაქცინაცია უნდა დაჩქარდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება. ამისთვის ის სხვადასხვა უწყების მობილური ბრიგადებისა და რესურსების გამოყენების ინიციატივით გამოდის.

ინფორმაციას ზელენსკის პრესსამსახური ავრცელებს.

“ინფიცირების დღევანდელ მატებაზე საუკეთესო პასუხია ვაქცინაცია და არა – ე.წ. ლოქდაუნი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ აღარ იყოს ინფიცირებულთა მატება”, – თქვა მან.

ამასთან, მან მოუწოდა შესაბამის უწყებებს აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციაზე რეაგირებისკენ.

თავის მხრივ, ქვეყნის შს მინისტრმა – არსენ ავაკოვმა დღეს განაცხადა, რომ უწყებამ 50 მობილური ბრიგადა მოამზადა, რომელიც ვაქცინაციაში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები