რუსეთის დაზვერვა: ვაშინგტონს ოპოზიციის მხარდაჭერისა და “ქართული ოცნების” პოზიციების შესუსტების გეგმა აქვს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, ვაშინგტონში “ქართული ოცნების” მიმართ უკმაყოფილება იზრდება, რადგან ის “ამერიკული მოთხოვნების მორჩილად შესრულებისგან თავს იკავებს”.

მისი თქმით, ამერიკელები გეგმავენ ოპოზიციის სისტემურ მხარდაჭერასა და მმართველი პარტიის პოზიციების შესუსტებას.

ნარიშკინის განცხადება უწყების საიტზე განთავსდა.

“მიხეილ სააკაშვილის დროიდან, შეერთებული შტატები შეჩვეულია საქართველოში პოლიტიკური პროცესების” ხელით მართვას” კარნახით, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს მთავრობა და რა ხაზი უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით. თეთრ სახლს აწუხებს, რომ მეოცნებეები სრულად არ ასრულებენ დირექტივას, უპირობოდ დაიცვან ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი.

საქართველოში წესრიგის აღსადგენად ამერიკელები გეგმავენ სისტემური მუშაობის ორგანიზებას ოპოზიციის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და, ამავე დროს, “ქართული ოცნების” პოზიციების შესუსტების მიზნით. აშშ ასევე განაწყობს ევროპელ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას ანიშნებენ, რომ თეთრი სახლის თბილისის მიმართ შემდგომი ხაზი განისაზღვრება საქართველოს ხელმძღვანელობის მზადყოფნით, ზუსტად შეასრულოს ამერიკელების მითითებები.

საქართველოს მაგალითი ნათლად მოწმობს იმ ფაქტს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სურვილი, მიიღონ ვაშინგტონის მფარველობა თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების სწრაფად გადასაჭრელად, იწვევს დე -ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვასა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას როგორც გარე ასპარეზზე, ასევე, საკუთარ ქვეყანაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები