ჯო ბაიდენის ძაღლებს თეთრი სახლი დაატოვებინეს
აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ჯო და ჯილ ბაიდენების ორი გერმანული ნაგაზი, აგრესიული საქციელის გამო, დელავერში დააბრუნეს.
ამის შესახებ CNN ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
თეთრი სახლიდან ძაღლების გაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად მეიჯორმა, რომელიც ბაიდენმა 2018 წელს ცხოველთა თავშესაფრიდან აიყვანა, დაცვის წევრს უკბინა.
აღინიშნება, რომ დაცვის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა, შემთხვევაში იმდენად სერიოზულია, რომ ძაღლების უილმინგტონში გადაყვანა გადაწყდა.
CNN-ის ინფორმაციით, სამი წლის მეიჯორს არაერთხელ გამოუვლენია უმსგავსო საქციელი, მაგალითად, ახტებოდა ადამიანებს, ასევე, უსაფრთხოებისა და თეთრი სახლის თანამშრომლებს უყეფდა.
უფროსი ძაღლი, ჩემპი 13 წლის არის.