EUvsDisinfo: გერმანია რუსეთის დეზინფორმაციის მთავარი სამიზნეა

გერმანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ხშირად გამხდარა რუსული დეზინფორმაციის სამიზნე, – ​ამის შესახებ EUvsDisinfo-ს ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური აქვეყნებს.

“ევროკავშირის არცერთი სხვა ქვეყანა არ განიცდის ასეთ დეზინფორმაციულ თავდასხმას, როგორც გერმანია. 2015 წლიდან EUvsDisinfo-ის დეზინფორმაციის ბაზაში გერმანიის წინააღმდეგ მიმართული 700-ზე მეტი მასალა მოგროვდა”, – ნათქვამია ანგარიშში.

საფრანგეთთან დაკავშირებით 300-ზე მეტი მასალაა, იტალიის 170-ზე მეტი, ხოლო ესპანეთის 40-ზე მეტია.

“კრემლი გერმანიის მენტალურ სურათს ქმნის”, – ამბობენ მომხსენებლები.

მაგალითის სახით მათ მოჰყავთ ბერლინში მცხოვრებ წარმოშობით რუსეთიდან იულია და ევგენი ზაიბერთების საქმე, რომლებსაც სოციალურმა სამსახურმა სამი შვილი წაართვა. როგორც dpa წერდა, ეს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა, თუმცა, მოხსენებიდან ირკვევა, რომ ფაქტი კრემლის მედიამ და პოლიტიკოსებმა იმისთვის გამოიყენეს, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის მკვიდრების მიმართ სისტემატიურ წნეხში დაედანაშაულებინათ.

მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – ჟოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ დეზინფორმაციული კამპანიებით რუსეთი ცდილობს, ევროკავშირის დემოკრატიას ჩრდილი მიაყენოს. მაგალითის სახით დიპლომატმა კრემლის მედიის მიერ ვაქცინებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია მოიყვანა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს დასავლური პრეპარატების დისკრედიტირებასა და საკუთარი პრეპარატის როგორც საუკეთესო წარმოჩენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები