აშშ-ის 12 შტატის ხელმძღვანელებმა ბაიდენის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

აშშ-ის 12 შტატის ხელმძღვანელებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებას შეეხება მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის შესახებ.

შტატის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებები მოსახლეობას მძიმე ფინანსურ ვალდებულებად დააწვება, – წერს The Hill-ი.

სარჩელი ისეთმა შტატებმა შეიტანეს, რომლებსაც რესპუბლიკელი ხელმძღვანლები ჰყავთ.

კერძოდ, სასამართლოში სარჩელი გაგზავნა მისურის შტატის გენპროკურორმა – ერიკ შმიტმა და მას მხარი დაუჭირეს არკანზასის, არიზონას, ინდიანას, კანზასის, მონტანას, ნებრასკას, ოჰაიოს, ოკლაჰომას, სამხრეთ კაროლინას, ტენესისა და იუტას შტატების ხელმძღვანლებმა.

პირველ ყოვლისა, მოსარჩელეთა ყურადღება ბაიდენის განკარგულებაში შეყვანილმა რიცხვმა მიიქცია – 9,5 ტრილიონი დოლარი.

“ძალიან დიდი რიცხვია, რომ გამართლდეს სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში ან ელექტროენერგიის გამოყენებასა თუ სხვა ეკონომიკურ აქტივობაში”, – ნათქვამია სარჩელში, სადაც ასევე შეშფოთებაა გამოთქმული, რომ დემოკრატების მთავრობა შესაძლოა, ამერიკელების ცხოვრების უამრავ ასპექტში ჩაერიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები