აშშ-ში ვაქცინირებულებს ჩახუტებისა და პირბადის გარეშე ყოფნის უფლება მისცეს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა – ამიერიდან, ვაქცინირებულ პირებს პირბადის გარეშე ერთმანეთთან შეხვედრის უფლება ექნებათ.

ახალი რეკომენდაციის მიხედვით, პირებს, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა აქვთ შეყვანილი და რომლებიც მეგობრების წრეში შეიკრიბებიან, შეუძლიათ, არ დაიცვან დისტანცია და ერთმანეთს ჩაეხუტონ კიდეც.

ეს დაშვებულად ცნეს დაბალი რისკის პირების შემთხვევაშიც, მაგალითად, ბავშვების. ანუ აცრილ ბებიას შვილიშვილის ჩახუტება შეუძლია.

დღესდღეობით, აშშ-ის თითქმის 30 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 9%-მდეა აცრილია. ამასთანავე, საზოგადოებრივ ადგილებში მათ, როგორც ყველამ, უნდა ატარონ პირბადე, დიდ ჯგუფებად არ შეიკრიბონ და დისტანცია დაიცვან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები