ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის განაჩენს სასამართლო დღეს გამოაცხადებს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის განაჩენს სასამართლო დღეს გამოაცხადებს. გადაწყვეტილება 3 საათზე გახდება ცნობილი.
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული. პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-სა და ა.ქ.-ს ედავებიან.