კახა კუჭავა ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ აუდიო ჩანაწერებზე – გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება და მკაცრად უნდა დაისაჯოს

გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება და მკაცრად უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ, ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ აუდიო ჩანაწერებზე კომენტირებისას, განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისივე თქმით, არ არსებობს საფუძველი, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

“ჩვენ ვსაუბრობთ ფარულ ჩანაწერებზე, ჩვენ გუნდში ვერ ნახავთ ვერავის, ვინ შეიძლება მოიწონოს მიყურადება, ან ფარული ჩანაწერები და ყოვლად მიუღებელია და შინაარსის განხილვაც არ არის სწორი.

ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ეს პროკურატურის საქმეა. პირადად ჩემი აზრია, გამოძიება დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება და რაც მთავარია, მკაცრად უნდა დაისაჯოს. სხვა შემთხვევბიც ყოფილა, როცა გამოძიება დაწყებულა, მაგრამ უჭირთ გასვლა ვინც აკეთებს ამას. ჩვენ ვიცით, როდის მოხდა, მაგრამ უნდა დადგინდეს. გვქონდა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან და ეს არის ძველი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერი, რომლის ფაბრიკაციაც შეიძლება მომხდარიყო,”- განაცხადა კახა კუჭავამ რუსთავი 2 – ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები