კახა კალაძე – ჩანაწერებზე: არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ – მომდევნო დღეებში გექნებათ შესაძლებლობა, გაიგოთ უფრო მეტი

“ფარულ ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფარული ჩანაწერების თემაზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კონფრონტაციისას მსგავსი მეთოდების გამოყენება არასწორია.

“ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფროტაციისას მიმაჩნია არასწორად. მომდევნო დღეებში შესაძლებლობა გექნებათ, გაიგოთ უფრო მეტი”, – აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები