რატი იონათამიშვილი: “ქართული ოცნება” მოლაპარაკების ფორმატის ერთგულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების ფორმატის ერთგულია.

მისივე თქმით, მათი ამოსავალი წერტილი არის სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესები და არა ვიწრო პარტიული მნიშვნელობა.

„ჩვენს ამ დამოკიდებულებას და მიდგომას ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ ცხადია, მომავალშიც ვიქნებით მოლაპარაკების ფორმატის ერთგული. ის, რომ ოპოზიცია არც ერთ ეტაპზე არ ისახავდა მიზნად მოლაპარაკება შემდგარიყო და შეთანხმება მომხდარიყო ცივილური გზით, ვფიქრობ, ეს დღითიდღე უფრო ნათელი ხდება და ყველაზე მძიმე მათთვის იქნება ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები. „ქართული ოცნება“ არის მოლაპარაკების ფორმატის ერთგული, ჩვენი ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ინტერესები და არა ვიწრო პარტიული მნიშვნელობა“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები