გვინეაში ებოლას ვირუსმა იფეთქა – სიკვდილიანობა 50 პროცენტს შეადგენს

გვინეაში ებოლას ვირუსით დაინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებულთაგან 9 ადამიანი უკვე გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯანმო-ს“ რეგიონალური წარმომადგენლობა „Twitter“-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაადგინა 523 მოქალაქის ვინაობა ვისთანაც კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულებს, რაც მათი საერთო რაოდენობის 82%-ს შეადგენს.

ამავდროულად, გრძელდება მოსახლეობის ვაქცინაცია აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგოდ. ჯანმო-ს ინფორმაციით, ამ დრომდე ვაქცინა 1604 ადამიანმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები