ავსტრიასა და გერმანიაში კარანტინის წინააღმდეგ აქციებს მართავენ

ვენაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში სახელმწიფოს მიერ მიღებული შეზღუდვების წინააღმდეგ, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო იქნა მიღებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები ამ აქციის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებიდან ტურისტული ავტობუსებით ჩამოვიდნენ.

ისინი ქვეყანაში საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქებას და ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის გადადგომას მოითხოვენ.

პოლიციას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ამოწმებდნენ ეკეთათ თუ არა პირბადეები და რამდენად იცავენ სოციალურ დისტანციას. ამავდროულად, სახელწიფო შეზღუდვების 200-მდე მომხრემ ველორბოლა მოაწყო. პარალელურად აქცია მიმდინარეობდა გერმანიაში, საქსონიასა და საქსონია-ანხალტის ფედერალურ მიწებზე. 350-მდე ავტომობილის მძღოლმა სხვადასხვა ქალაქებში ავტორბოლა მოაწყეს, რომლის ბოლო დანიშნულების ადგილი საქსონიის ლაიფციგი იყო. საკუთარი ავტომობილების შუშებზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ლოზუნგების შემცველი პლაკატები გააკრეს, მათ შორის ვაქცინაციის კამპანიის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები