ჯანმო – პანდემიამ მსოფლიოს გრანდიოზული ტრავმა მიაყენა

COVID-19-ის ​ პანდემიამ მსოფლიო დიდ „მასობრივ ტრავმამდე“ მიიყვანა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიამ. მას ხანგრძლივი შედეგი ექნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.

„იმის გამო, რომ მეორე მსოფლიო ომი ბევრ ადამიანს შეეხო, მსოფლიომ მასობრივი ტრავმა გადაიტანა. ახლა პანდემია კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეეხო, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალდა, თითქმის მთელი მსოფლიო“,- განაცხადა გებრეისუსმა.

თავის მხრივ „ჯანმოს“ საგანაგებო სიტუაციების მართვის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა აღნიშნა, რომ საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების განვითარება.

„საჭიროა ცალკეული პირებისა და საზოგადოების მენტალური ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ამ მიზნებისთვის საჭირო სახსრების გამოყოფა“,- განაცხადა რაიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები