ახალი ზელანდიის სანაპიროსთან 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ახალი ზელანდიის ნაპირებთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. გეოლოგიური სამსახურის განმარტებით გამოცხადებულია „მწვანე დონე“, რაც მიწისძვრის შედეგად მსხვერპლისა და ეკონომიკური ზარალის მინიმალურ საფრთხეს გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები