ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი: დადგა დრო, უკრაინამ ნატო-ს წევრობა მოითხოვოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი მიიჩნევს, რომ ნატო-ში უკრაინის შესვლის პროცესი მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს.

ამის შესახებ მან ქვეყნის შიდა და საგარეო საკითხებზე საუბრისას ონლაინ-ბრიფინგზე თქვა.

“ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ში უკრაინის შესვლის პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდება. უკრაინაში ომია, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული ფასეულობების დაცვის ფორმოპოსტია, ამიტომ, ვიმსახურებთ, გავხდეთ ნატო-ს ოჯახის წევრი. ყოველდღიურად დონბასში უკრაინელები იღუპებიან საკუთარი დემოკრატიული არჩევანის გამო”, – თქვა მან.

ერმაკმა აღნიშნა, რომ 2020 წლის ივნისში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინას “გაფართოებული შესაძლებლობების” პროგრამის მონაწილის სტატუსი მიანიჭა, რამაც “ქვეყანა ახალ დონემდე აიყვანა”.

მისივე თქმით, “დადგა დრო, რომ უკრაინამ ყოველდღიურად ისაუბროს ნატო-ში შესვლაზე, მოითხოვოს წევრობა, რადგან ასოცირებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმას ასრულებს. ნატო-ს წევრობა ჩვენი მიზანია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები