თეა წულუკიანი: მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა თვალი არ უნდა დახუჭონ იმაზე, რომ მათ სკოლასა და კლასში რაღაც ცუდი ხდება

“მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა თვალი არ უნდა დახუჭონ იმაზე, რომ მათ სკოლასა და კლასში რაღაც ცუდი ხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, პოლიცია ერთვება მაშინ, როდესაც დანაშაული მომხდარია. რეაგირება მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სიცოცხლე არ დაიკარგოს.

„2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, იუსტიციის სამინისტროს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დროს, გვქონდა შესაძლებლობა და პატივი, რომ ხელი მოგვეწერა სტამბულის კონვენციისთვის. ამ კონვენციის თემა სწორედ ისაა, რომ არასრულწლოვან გოგონებზე ხდება ძალადობა და რომ ისინი ამისგან დაცული უნდა იყვნენ. ამ კონვენციის შედეგად, რა კანონებიც შევცვალეთ და რის რატიფიკაციაც მოვახდინეთ, სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფს იცავს. პრობლემები მრავლადაა, მაგრამ ერთი რამ მუდმივად უნდა გვახსოვდეს: ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა გავისიგრძეგანებთ, რომ მასწავლებელი უნდა მასწავლებლობდეს და როდესაც კლასში დაუდის არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც პირდაპირ, სხეულზე აჩვენებს ძალადობის ნიშნებს, მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს ეს ძალადობის ფაქტი. მაგალითად, როცა ქობულეთის შემთხვევაზე ვსაუბრობთ, სოციალური მუშაკი უნდა იყოს იმდენად კომპეტენტური, რომ შეძლოს, შეაფასოს სუიციდის რისკი/ ესაა ხელობა, ესაა პროფესია, ეს ადამინმა უნდა იცოდეს. პოლიცია ერთვება მაშინ, როდესაც დანაშაული მომხდარია. რეაგირება მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სიცოცხლე არ დაიკარგოს. მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა თვალი არ უნდა დახუჭონ იმაზე, რომ მათ სკოლასა და კლასში რაღაც ცუდი ხდება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები